вторник, 19 ноября 2019 г.

,,ჩემი აფხაზეთი''


N
დასახელება
შინაარსი
1
პროექტის სახელწოდება
,,ჩვენი აფხაზეთი’’
2
პროექტის მთავარი იდეა (თემა)
დაკარგული ტერიტორიის კერძოდ აფხაზეთის ისტორიით დაინტერესება, მისი პოპულარიზაცია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისადმი ინტერესის გაღვივება.
3
პროექტის აქტუალობა
v  სოფლის მოსახლეობისა და სკოლის მოსწავლეების ნაკლები ინფორმირება აფხაზეთის ისტორიის შესახებ;
v  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისადმი ნაკლები წვდომა;
v  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობის ნაკლები გააზრება;
v  ისტ-ის გამოყენების აუცილებლობა აფხაზეთის ისტორიის შექმნისთვის.
4
პროექტის მიზანი
v  მოსწავლეების ინფორმირება აფხაზეთის ისტორიით, მისი კლიმატური და რელიეფური პირობებით;
v  მოსწავლეებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისადმი მოტივაციის ამაღლება;
v  ინფორმირებული საზოგადოების შექმნა;
v  მასწავლებლის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა;
v  მოსწავლეებში შემოქმედებითი, კომუნიკაციისა და თანამშრომ-ლობის უნარ-ჩვევების განვითარება;
v  კოლეგებთან თანამშრომლობა(დირექტორი, ბიბლიოთეკარი, კლასის დამრიგებლები)
v  თემისა და მშობელთა ჩართულობის და თანამშრომლობის გაზრდა
5
მოსწავლეთა ასაკი
VI კლასი
6
ვადები/ხანგრძლივობა
23/09/2017      16/11/2017
7
პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები
1.       მოსამზადებელი ეტაპი:
v  პროექტის პრეზენტაცია მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების კათედრაზე, დამრიგებ-ლებთან და მოსწავლეებთან;
v  სოფლის მოსახლეობიდან და იძულებით გადაადგილებული მოსახლეობიდან ინფორმაციისა და ძველი ფოტო მასალის მოძიება;
v  მოსწავლეებზე შესაბამისი დავალებების მიცემა;
v  როლების განაწილება მოსწავლეთა შორის;
v  საორგანიზაციო საკითხების მოგვარება (რესურსები)
2.       შეგროვილი მასალის დამუშავება, დახარისხება:
v  ღონისძიებისათვის საჭირო რესურსების შეგროვება;
v  ღონისძიების აფიშის მომზადება.
3.       საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება
4.       ღონისძიების ჩატარება:
v  დამსწრე საზოგადოებისათვის ბუკლეტების დარიგება;
v  აფიშის გაკვრა სკოლის დერეფანსა და სოფლის საინფორმაციო დაფაზე;
v  პროექტორის დახმარებით პრეზენტაციის ჩვენება.
8
პროექტისათვის საჭირო რესურსები
კომპიუტერი, პროექტორი, პროექტორის დაფა, ფლეში, ფოტოაპარატი, თეთრი ქაღალდი, ფერადი ფურცლები, ფორმატის ქაღალდი, გუაში.
9
მოსალოდნელი შედეგი
v  მოსწავლეები გაიცნობენ აფხაზეთის ისტორიას, გეოგრაფიულ მდებარეობას და მის კულტურას. განუვითარდებათ შემოქმედებითი, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები.
v  წარადგენენ პრეზენტაციას პროგრამა Poverpoint-ის საშუალე-ბით; ,,ჩვენი აფხაზეთი“-ის პოპულარიზაცია;
v  შეძლებენ მიღებული ცოდნის პროგრამა Poverpoint-ის  გამოყენებას სხვა საგნებში, ყოველივე ეს შექმნის დადებით სასწავლო მოტივაციას და გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს;
v  გაიზრდება მშობელთა და თემის ჩართულობა სასწავლო ცხოვრებაში.
10
ხელშემშლელი ფაქტორები/შესაძლო რისკები
შესაძლებელია მოცემული მომენტისთვის გაითიშოს ელ-ენერგია.
11
პროექტის ხელმძღვანელი
თეა ფირცხალავა
12
პროექტის ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაცია
ელ.ფოსტა: teafircxalava@gmail.com;
ტელ: 591818260


პროექტის სამუშაო გეგმა
N
ღონისძიებები და საქმიანობა
პასუხისმგებელი პირი
ვადები
1
პროექტის მომზადება
პროექტის ხელმძღვანელი თეა ფირცხალავა
23/09/2017
2
პროექტის პრეზენტაცია მოსწავლეებთან, დამრიგებლებთან და კათედრასთან
თეა ფირცხალავა
23/09/2017
3
საორგანიზაციო ჯგუფის შექმნა
VI კლასი
23/09/2017
4
მონიტორინგის ჯგუფის შექმნა
მონიტორინგის ჯგუფი: ირმა ჭანტურია, იზაბელა გაბუნია
25/09/2017
5
საჭირო რესურსის მოძიება
სკოლის დირექცია
26/10/2017
16/11/2017
6
მოსწავლეებზე დავალებების მიცემა
თეა ფირცხალავა
23/09/2017
7
მოსახლეობიდან ინფორმაციის მიღება და ძველი ფოტო მასალის მოძიება.
VI კლასი მოსწავლეები
25/09/2017
10/11/2017
8
პრეზენტაციის მომზადება
VI კლასი მოსწავლეები
11/10/2017
03/11/2017
9
საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება
VI კლასი მოსწავლეები
11/10/2017
03/11/2017
10
აფიშის მომზადება
VI კლასი მოსწავლეები
11/10/2017
03/11/2017
10
სცენარის შექმნა და მზადება ღონისძიებისათვის
თეა ფირცხალავა
03/11/2017
14/11/2017
11
ღონისძიების ჩატარება
თეა ფირცხალავა
15/11/2017
12
შეფასება
მონიტორინგის ჯგუფი
16/11/2017

რ ე ს უ რ ს ე ბ ი
N
დასახელება
რაოდენობა
თანხა
1
ფორმატი
1ც

2
ფერადი ქაღალდი
30

3
თეთრი ქაღალდი
50

4
მარკერები
4

5
ფერადი გუაში
1

6
გენერატორი
1

7
პრინტერი
1
















განხორციელების გზები:
v  VIკლასის მოსწავლეებიდან გაჩნდა იდეა დაკარგული ტერიტორიის აფხაზეთის ისტორიის გაცნობა და   პროექტი ,,ჩვენი აფხაზეთის„ სახით პროგრამა Poverpoint-ის საშუალებით პრეზენტაციის წარდგენა;
v შედგეს საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება მასწავლებლებითა და დამრიგებლებით. შეიქმნეს მონიტორინგის ჯგუფი.
v  პროექტის ხელმძღვანელი აცნობს პროექტს მოსწავლეებს, კლასის დამრიგებლებს. აძლევს მოსწავლეებს დავალებებს, სოფელში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებული მოსახლეობიდან აიღონ ინტერვიუ აფხაზეთზე და შეაგროვონ ფოტოები. შემდეგ არჩევს მათთან ერთად მასალებს. პერიოდულად ახდენს მნიტორინგს, ამოწმებს თუ როგორ მიმდინარეობს პრეზენტაციის გაკეთება პროგრამა Poverpoint-ის საშუალებით, როგორ იქმნება ელექტრონული ბუკლეტი და თუ როგორ ახდენენ შესასწავლი მასალის შესწავლა.
v  ღონისძიების წარმართვის პროცეზში ელექტრო ენერგიის გათიშვის შემთხვევაში მოძიეულ იქნა გენერატორი.
შეფასების კრიტერუიმები:
 შეფასებისას ყურადღება მიექცევა მონაწილეთა შემოქმედებითობას, საშემსრულებლო დონეს, ვიზუალურ მხარეს.
                ინფორმაციის  მოძიების  შეფასების  რუბრიკა


კრიტერიუმები
1-4 დაბალი
5-6 საშუალოზე დაბალი
7-8  საშუალო
9-10 მაღალი
ინფორმაციის მოძიების წყაროები
იყენებს მხოლოდ საკუთარ ინფორმაციას
იყენებს მხოლოდ სახელმძღვანელოს ინფორმაციას
იყენებს მხოლოდ რამდენიმე საინფორმაციო წყაროს
იყენებს მრავალფეროვან საინფორმაციო საშუალებებს
მოძიებული ინფორმაციის შესაბამისობა
მასალა არა არის საკითხის შესაბამისი
მასალა ნაწილობრივ შეესაბამება საკითხს
მასალა ძირითადად შეესაბამება საკითხს
მასალა სრულად შეესაბამება საკითხს.
მოპოვებული ინფორმაციის ორგანიზება
მასალა არა არაის ორგანიზებული
მასალა ნაწილობრივ ორგანიზებულია
მასალა ორგანიზებულია მაგრამ რთულად აღსაქმელია
მასალა კარგად და მოხერხებულადაა ორგანიზებული
მოძიებული ინფორმაციის ანალიზი
ვერ იყენებს მოძიებულ მასალას მიზნობრივად
ნაწილობრივ მიზნობრივად იყენებს მასალას
ძირითადად  მიზნობრივად იყენებს მიზნობრივ მასალას
მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას




პრეზენტაციის  შეფასების  ზოგადი  რუბრიკა
კრიტერიუმები
1-4 დაბალი
5-6 საშუალოზე დაბალი
7-8  საშუალო
9-10 მაღალი
შესავალი
ტრაფარეტული და უინტერესოა.
არ ცდილობს აუდიტორიის დაინტერესებას.
საინტერესოდ არის მიწოდებული.
მოძიებული აქვს დამატებითი მასალა, რაც მას ეფექტურს ხდის.
თემის გასაგებად წარმოდგენა
დარღვეულია ლოგიკა და  ბუნდოვანია.
ნაწილობრივ გასაგებია და განმარტებას მოითხოვს.
ლოგიკურად არის აგე-ბული, შეინიშნება მცირე ხარვეზები.
ლოგიკურად არის აგებული, წარმოდგენილი საკითხები ნათელი და გასაგებია.
საუბარი
დაბნეულია და გაუგებ-რად საუბრობს.
ხშირად ჩერდება და იმეორებს ერთსა და იმავეს.
გამართული და გასაგებია
გამართული და გასაგებია. საუბრობს დარწმუნებით.
აუდიტორიასთან კონტაკტი
ვერ ამყარებს კონტაქტს.
პერიოდულად ცდილობს კონტაქტს.
ამყარებს კონტაქტს.
კარგად ფლობს კომუნიკაციის უნარს.
თვალსაჩინოების გამოყენება
არ იყენებს.
იყენებს მწირედ.
იყენებს დიაგრამებს და ცხრილებს.
იყენებს ახალ ტექნოლოგიებს.
დასკვნები
არ არის გაკეთებული.
დასკვნები გაუმართავი და ულოგიკოა.
ლოგიკურია და კარგად არის ჩამოყალიბებული.
ლოგიკურია, კარგად არის ჩამოყალიბებული და ორგანიზებულია.
პასუხები შეკითხვებზე
უჭირს პასუხების გაცემა.
პასუხები გამართული არ არის.
თითქმის ყველა კითხვა პასუხობს.
პასუხობს ყველა კითხვას.
დროის ლიმიტის დაცვა
არ იცავს დროის ლიმიტს.
ცდილობს დაიცვას დროის ლიმიტს
იცავს დროის ლიმიტს
ყოველთვის იცავს დროის ლიმიტს


რეფლექსია
2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ჩავატარე სოციალური პროექტი: ,,ჩვენი აფხაზეთი“.
პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, სათაურად გამოვიყენეთ ,,ჩვენი აფხაზთი’’, რითაც ვადასტურებთ რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. პროექტი ეძღვნებოდა აფხაზეთის დაკარგვის დღეს 27 სექტემბერს.
პროექტის მიზანი იყო: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისადმი სწავლის მოტივაციის ამაღლება, მოსწავლეების მიერ პროგრამა Poverpoint-ის საშუალებით პრეზენტაციის წარდგენა, აფხაზეთის ისტორიის შესწავლა, მოსწავლეების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა, მოსწავლეებში შემოქმედებითი, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარება, კოლეგებთან თანამშრომლობა(დირექტორი, ბიბლიოთეკარი, კლასის დამრიგებლები) თემისა და მშობელთა ჩართულობის და თანამშრომლობის გაზრდა.
პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, სათაურად გამოვიყენეთ ,,ჩვენი აფხაზთი’’, რითაც ვადასტურებთ რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. პროექტი დაიწყო 2016 წლის 23 სექტემბრიდან და დასრულდა 16 ნოემბერს.
 პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს გავაცანი მიზანი და აქტუალობა. მე-6 კლასს მივეცი კონკრეტული დავალებები. შეექმნა ელექტრონული ბუკლეტი, ელექტრონული კატალოგი პოვერპოინტის დახმარებით. პროექტში ჩართულნი იყვნენ ჩვენი საქართველოს და ბუნებისმეტყველების მასწავლებლები, კლასის დამრიგებლები, მშობლები, თემის მაცხოვრებლები.
პროექტით განსაზღვრული მიზანი მიღწეულია.
პროექტის დაგეგმილი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად, მოსწავლეებმა სოფელში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობიდან აიღეს ინტერვიუ, მოიძიეს სურათები, ამით შექმნეს ელექტრონული კატალოგით ისტორია ფოტო მასალით. რომელიც წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით. დაარიგეს ბუკლეტები და აფიშა გამოფინეს სკოლის დერეფანში და სოფლის საინფორმაციო დაფაბზე.
ღონისძიების წარმართვის პროცეზში ელექტრო ენერგია არ გათიშულა.
პროექტის ფარგლებში აქტივობების მოდიფიცირება არ მომხდარა.

Комментариев нет:

Отправить комментарий